4 წლის ბავშვმა მშობლების თანხმობის გარეშე 2600 დოლარის ღირებულების შაქარყინული იყიდა

 4 წლის ბავშვმა მშობლების თანხმობის გარეშე 2600 დოლარის ღირებულების შაქარყინული იყიდა

აშშ-ში, ნიუ-იორკელმა 4 წლის ნოამ ამაზონზე 918 ცალი სპანჯბობის ფორმის შაქარყინული იყიდა, რომლის ღირებულება 2600 დოლარი იყო.

მისმა მშობლებმა შენაძენი შესახებ არაფერი იცოდნენ. თავდაპირველად, ამაზონმა შაქარყინულების უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა, თუმცა, საბოლოოდ, გამოსავალი მოიძებნა – ნოას შენაძენის გადასაფარად შემოწირულობები ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით შეგროვდა.

შეგროვებულმა თანხამ 14 ათასი დოლარი შეადგინა. ნოას მშობლების თქმით, შაქარყინულების ღირებულების გადახდის შემდეგ, დარჩენილ თანხას თავიანთი შვილის თერაპიას მოახმარენ, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობით არის დაავადებული.

ასევე იხილეთ