27 აპრილს, გიორგი რურუას პრეზიდენტი შეიწყალებს

 27 აპრილს, გიორგი რურუას პრეზიდენტი შეიწყალებს

27 აპრილს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გიორგი რურუას შეიწყალებს.

გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მიღების შემდეგ ორბელიანების სასახლეში, სადაც ევროპული საბჭოს პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, 20 აპრილს ვახშამი გაიმართა.

სადილზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს. სადილს ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.

ასევე იხილეთ