18 მაისს იაპონიის საელჩო კახეთის მხარეში ორ გამოფენას გახსნის

 18 მაისს იაპონიის საელჩო კახეთის მხარეში ორ გამოფენას გახსნის

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იაპონიის საელჩო საქართველოში, კახეთის მხარეში, სიღნაღის და დეოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში  ტაკეჰიდე ჰარადასა და  აკემი ლუკასის ნამუშევრების გამოფენას წარმოგიდგენთ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმი –  ფიროსმანის მკვლევარის ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევრების პერსონალური გამოფენას უმასპინძლებს.

ხოლო, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში (სოფელი მირზაანი) – იაპონელი კალიგრაფისტის აკემი ლუკასის (კოშუ) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება.

ზემოაღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველო-იაპონიის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას.

No description available.

ასევე იხილეთ