შეცდომით მიღებული 6 დოზა ვაქცინის შემდეგ, 23 წლის გოგონას პრობლემები ორი დღის შემდეგ დაეწყო

 შეცდომით მიღებული 6 დოზა ვაქცინის შემდეგ, 23 წლის გოგონას პრობლემები ორი დღის შემდეგ დაეწყო
იტალიური მედიის ინფორმაციით, 23 წლის ვირჯინიას, რომელსაც ექთანმა შეცდომით 6 დოზა ვაქცინა გაუკეთა, პრობლემები, რამდენიმე დღის შემდეგ განუვითარდა.
exclusivet.ge შეცდომით მიღებული ექვსი დოზა აცრის შესახებ, გასულ კვირას წერდა. მას შემდეგ, რაც 23 წლის ვირჯინიას შეცდომით კოვიდ ვაქცინის 6 დოზა გაუკეთეს, პირველი ორი დღე არაფერს უჩიოდა, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გამოწერეს. ვირჯინიას გართულებები ორი დღის შემდეგ დაეწყო.
მიუხედავად იმისა რომ გოგონა დღეში 7 ლიტრ წყალს იღებს, ახლა მისი ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის  და ორგანიზმი ჰიდრატაციას ვერ ახერხებს. გოგონას მკურნალობას და ჯანმრთელობაზე დაკვირვებას, მილანის უნივერსიტეტის დოცენტი, ვირუსოლოგი, პროფესორი ფაბრიციო პრელიასკო ახდენს.
დღეს დილით, ვირჯინიას ახალი ანალიზები აუღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვირჯინიას დედა ადასტურებს.
შეგახსენებთ, ვირჯინიამ საავადმყოფოდან გამოსვლისას განაცხადა, რომ დაშვებული შეცდომის გამო, იგი  ექთნის მიმართ  საჩივარის დაწერას არ აპირებდა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ თუკი, მას ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნება, ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს სამოქალაქო სამართლებრივი გზით.
exclusivetv.ge ირმა მაისურაძე

ასევე იხილეთ