ყოველწლიურად კაცობრიობა 73% -ით მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე დედამიწა 1 წელიწადში ქმნის

 ყოველწლიურად კაცობრიობა 73% -ით მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე დედამიწა 1 წელიწადში ქმნის

ადამიანები ყოველწლიუად 73%-ით მეტ რესურსებს მოიხმარენ, ვიდრე დედამიწა ამავე პერიოდში აწარმოებს, – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიოს ბიოპოტენციალის დეფიციტს შეეხებოდა. ეს რთული ტერმინი ნიშნავს ეკოსისტემის მიერ რესურსების გამომუშავების პოტენციალს კაცობრიობის მოხმარებასთან შედარებით. თუ ადამიანი მსოფლიო ბიოლოგიურ პოტენციალზე მეტი რესურსების მოხმარებას განაგრძობს, საბოლოო ჯამში რესურსების ბუნებრივი დონე შემცირდება და ერთხელაც მთლიანად ამოიწურება.

ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მდიდარი ქვეყნები ამ პრობლემას ჭარბი მოხმარებით ართულებენ და დედამიწის ღარიბ უმრავლესობას „ეკოლოგიურ სიღარიბეში“ ამყოფებენ.

1980 წელს კაცობრიობამ თავისი წლიური ბიოპოტენციალის 119% გამოიყენა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 54%-ით 173%-მდე გაიზარდა. ეს მატება მდიდარი ქვეყნების ცხოვრების მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რომლის შენარჩუნებასაც მეტი რესურსების მოხმარება სჭირდება.

ჟურნალ  Nature Sustainability-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიოლოგიური პოტენციალის ჭარბი ხარჯვა ტყეების მაგალითზე ჩანს. თუ ყოველწლიურად მსოფლიოში არსებული ტყის ფონდის 2% გაიჩეხება, ასაკოვანი ხეები მსოფლიოში 25 წელიწადში გაქრება და ეს ჰიპოტეტური დაშვება კი არა, დღეს არსებული რეალობაა.

მაღალშემოსავალიან ქვეყნებში მოსახლეობის 14% ცხოვრობს, თუმცა, პლანეტის ბიოპოტენციალის 52%-ს სწორედ ისინი მოიხმარენ. მდიდარი ქვეყნები ასე შედიან იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომლებშიც რესურსებზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს ბუნებრივ პოტენციალს მნიშვნელოვნად აღემატება.

მკვლევარები აღინიშნავენ, რომ „ეკოლოგიური გადაჭარბება“ სერიოზული წინაღობაა მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის გზაზე.

Nature Sustainability

თენგიზ აბლოთია

ასევე იხილეთ