სერთიფიკატებით ხელში – საბერძნეთში გადატვირთული მოძრაობა, მოქალაქეების რიგები პორტში მრავალთვიანი დაბლოკვის შემდეგ

 სერთიფიკატებით ხელში – საბერძნეთში გადატვირთული მოძრაობა, მოქალაქეების რიგები პორტში მრავალთვიანი დაბლოკვის შემდეგ

საბერძნეთში ლოკდაუნი დასრულდა და ოფიციალურად გაიხსნა ტურიზმის სეზონიც. აღნიშნული სასიამოვნო ცვლილებებიდან დაეტყო ქალაქის გზებსაც სადაც დღეს დილიდანვე აღინიშნება გადატვირთული მოძრაობა ,შეინიშნებოდა რიგები პირეოსის პორტშიც.

საბერძნეთის მოსახლების გარკვეული ნაწილი, კორონავირუსის „თვითტესტების“ უარყოფითი რეზულტატის მოწმობით ან ვაქცინაციის სერთიფიკატებით ხელში, ელოდებოდნენ საკუთარ რიგს მათთვის სასურველი მიმართულებით მიმავლ გემზე ასასვლელად.

ტელეკომპანია SKAI-ის ინფორმაციით პორტში დაფიქსირდნენ ასევე საბერძნეთის კუნძულებზე გასამგზავრებლად, ამერიკიდან და ავსტრიიდან ჩამოსული ტურისტებიც.

შეგახსენებთ, რომ კუნძულებზე სამოგზაუროდ სავალდებულოა ვაქცინაციის ორივე დოზის დამადასტურებელი სერთიფიკატის ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი რეზულტატის მოწმობის წარდგენა. ასევე მოგზაურობა შესაძლებელია გადატანილი Covid 19-ის ინფექციის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საშუალებითაც.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიები და საზღვაო კომპანიები ვალდებულები არიან ჩაუტარონ აღნიშნული კონტროლი 5 წლის და უფროსი ასაკის ყველა ადგილობრივი და უცხოელ მგზავრს.

5No description available.

ასევე იხილეთ