საქართველოში შესაძლოა, კომენდანტის საათმა გადაიწიოს

 საქართველოში შესაძლოა, კომენდანტის საათმა გადაიწიოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კომენდანტის საათის გადაწევასთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება ჯერჯერობით არ იგეგმება. “პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა.

აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ასევე იხილეთ