მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა – საბერძნეთში ვაქცინაციის მეორე დოზის გაკეთებიდან ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა

 მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა – საბერძნეთში ვაქცინაციის მეორე დოზის გაკეთებიდან ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა

საბერძნეთში, 68 წლის ქალბატონი ვაქცინაციის მეორე დოზის გაკეთებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გაგავრცელებული ინფორმაცით,  ქალბატონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზა 14 აპრილს Pfizer– ის ვაქცინით გაიკეთა, ხოლო  მეორე დოზა კი 4 მაის დაენიშნა.

გარდაცვლილი ქალბატონის შვილების მიერ გავრცელებული ინფორმაცით,  მეორე დოზის გაკეთებიდან რამდენიმე საათში მან თავი შეუძლოდ იგრძნო, ქონდა პირღებინება, გულის წასვლა და ხელ-ფეხი პარალიზებული გაუხდა. შედეგად ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში სადაც ჩატარებული ანალიზებში ექიმებმა ვერაფერი საგანგაშო ვერ აღმოაჩინეს და დაასკვნეს, რომ აღნიშნული სიმპტომები იყო ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენები. ქალბატონი სავადმყოფოდან გამოწერეს და განუცხადეს, რომ აღნიშნული მდგომარეობა აღარ განმეორდებოდა. თუმცა რამდენიმე საათში ქალბატონს გაუმეორდა იგივე სიმპტომები რასაც თან ახლად მაღალი ტემპერატურაც.

შვილებმა დედა საკუთარი მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ყველა სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაკავებული იყო.   საავადმყოფოში  ქალბატონი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს, თუმცა ექიმების ჩარევის მიუხედავად ნახევარ საათში  გარდაიცვალა.

ოჯახის განცხადებით ქალბატონი იყო სრულიად ჯანმრთელი და მას არ აწუხებდა არანაირი ძირითადი დაავადება. ოჯახმა აიყვანა პირადი ადვოკატი და უჩივის ყველა პასუხისმგებელ პირს.

ასევე იხილეთ