საბერძნეთში, სასაფლაოდან მოპარული მიცვალებულის ცხედარს მიაგნეს

 საბერძნეთში, სასაფლაოდან მოპარული მიცვალებულის ცხედარს მიაგნეს

საბერძნეთში, სასაფლაოდან მოპარული მიცვალებულის ცხედარს პოლიციამ დრამაში, კერძოდ აგიოს ათანასოში მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციით, მიცვალებულის ნათესავები ვერ შეთანხმდნენ თუ სად უნდა დაემარხათ 76 წლის გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი. როგორც ირკვევა გარდაცვლილის ვაჟი და მისი შვილები დრამში ცხოვრობენ. თავად გარდაცვლილი კი მეორე მეუღლესთან ერთად პაგეუს მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. შესაბამისად მეუღლემ, მისი ამავე მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე დაკრძალვა გადაწყვიტა. რაც, როგორც ჩანს არ მოეწონათ სხვა ნათესავებს და ამ გზით შეუცვალეს მიცვალებულს სასაფლაო.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა  პაგეუს მუნიციპალიტეტის ელეფთეროპოლოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც მიცვალებულის დაკრძალვიდან ცხრა დღის შემდეგ, სასაფლაოზე მისულ ნათესავებს საეჭვო ეჩვენეთ საფლავზე დაყრილი მიწის მდგომარეობა და გამოძიება მოითხოვეს. შედეგად ჩატარდა საფლავის გათხრა და მიცვალებულის სასახლეში ცხედარის მაგივრად ჩალა აღმოაჩინეს.

ასევე იხილეთ