საბერძნეთში, სალონიკის შემდეგ გარეული ღორები ეკალშიც გამოჩნდნენ

 საბერძნეთში, სალონიკის შემდეგ გარეული ღორები ეკალშიც გამოჩნდნენ

საბერძნეთში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გარეული ღორები ხშირად გადაადგილდებიან იმ ტერიტორიებზე სადაც აქამდე არასოდეს გამოჩენილან. სალონიკის შემდეგ ისინი ეკალის ტერიტორიაზეც შეამჩნიეს.

ერთ-ერთ მათგანს ადგილობრივმა მცხოვრებმა ვიდეოც გადაუღო, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვა.

ექსპერტების აზრით, მათი ასეთი  გახშირებული ადგილმონაცვლეობა, შესაძლოა პლანეტაზე კლიმატის ცვლილებით იყოს გამოწვეული.

ასევე იხილეთ