საბერძნეთში დღეიდან წარსულს ჩაბარდა ლოკდაუნი – რა იცვლება ჩვენს ყოველდღიურობაში

 საბერძნეთში დღეიდან წარსულს ჩაბარდა ლოკდაუნი – რა იცვლება ჩვენს ყოველდღიურობაში
დღეიდან 14 მაისიდან საბერძნეთში ოფიციალურად დასრულდა ლოკდაუნი. რამაც საბერძნეთის მოსახელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი თავისუფლების საშუალება მისცა. თუმცა ეს არ ნიშნავს პანდემიის დასასრულს და შესაბამისად საზოგადოებამ არ უნდა შეწყვიტოს ინდივიდუალური ზომების დაცვა კორონავირუსის წინააღმდეგ ( დისტანცი, პირბადე, ანტისეპტიკური ხელის ხსნარები) .
დღეიდან 14 მაისიდან – გაუქმებულია 13032 და 13033 ნომრებზე sms-ების გაგზავნის ვალდებულება.
გადაადგილება დაშვებულია 00:30 საათამდე.
იხსნება ტურიზმი,  მუზეუმები და კაზინოები.
დაშვებულია რეგიონებსა და კუნძულებზე გამგზავრება
აქვე უდა აღინიშნოს რომ კუნძულებზე გასამგზავრებლად სავალდებულოა ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა, მეორე დოზადან 14 დღის შემდეგ, ან კოე
რონავირუსის ტესტის („თვითტესტი“ „, სწრაფი ტესტი“ ან “PCR“ ) უარყოფითი რეზულტატის მოწმობის წარდგენა. ასევე კუნძულებზე გამგზავრება შესაძლებელია 2 დან 9 თვის განმავლობაში გადატანილი კორონავირუსის დაავადების დამადასტურებელი ცნობის საშუალებით.
რეგიონებში შორის გადაადგილების დროს მკაცრად არის რეკომენდირებული რეგულარული დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება.
სავაჭრო ობიექტები დღეიდან იმუშავებენ click in και click away სისტემის გარეშე. თუმცა კვლავ შეზღუდული იქნება მაღაზიაში დასაშვები მომხმარებელთა რაოდენობა ( თითო მომხმარებელი 25 კვადრატულ მეტრზე).
რაც შეეხება სარესტორნო ქსელებს დღეიდან 00:15 საათამდე გაიზარდა მათი სამუშაო გრაფიკი თუმცა კვლავ მუსიკის გარეშე.

ასევე იხილეთ