საბერძნეთის 32  კუნძული COVID 19-ისგან სრულიად თავისუფალია

 საბერძნეთის 32  კუნძული COVID 19-ისგან სრულიად თავისუფალია

საბერძნეთის 32 კუნძული სრულიად გათავისუფლდა COVID 19-ის ინფექციისგან. ჯანდაცვის მინისტრის ვასილის კიკილიასის განაცხადებით, ამ კუნძულების მცხოვრებლებს უკვე გაკეთებული აქვთ ვაქცინის ორივე დოზა.

მისივე განცხადებით, მაისის ბოლომდე ვაქცინაციის ორივე დოზა გაკეთებული ექნება საბერძნეთის კიდევ 36 კუნძულის მოსახლეობას. ამრიგად, ზაფხულის დასაწყისისთვის საბერძნეთში 68 კუნძული კოვიდისგან თავისუფალი  იქნება.

ამ დროისათვის 32 ,,covid free” კუნძულებია : ფურნი, მეგანიისი, ნისიროს, კიმოლოს, ტილოს, ოინუსეს, ლიპსი, ხალკი, ამულიანი, ოთონო, კალამოსი, ერეიკუსა, კასტელორიზო, ფსარა, მათრაკი, თირასია, ანაფი, სიკინიოსი, აგიოს ესტასიოსი, აგოს ევსტრასიოსი, აგათონისო, თიმენა, ტელენდოს, ტრიზოია, კასტოს, ფსერიმოს, პალიო ტრიკარი, ანდიკითირა, არკიი, გიალი, ანდიპაქსი, მარათი.

ასევე იხილეთ