“რუსთავი 2-ის” საქმეზე, მოსარჩელე მხარემ ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა მოითხოვა

 “რუსთავი 2-ის” საქმეზე, მოსარჩელე მხარემ ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა მოითხოვა

საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2-ის” საქმე გაიმართა, რომელიც ტელევიზიის დამფუძნებლების – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს ეხებოდა. ისინი არხის 60% წილისთვის დავობენ.

მოსარჩელე მხარემ,  მოწმეების დამატება მოითხოვა, მათ შორის დააყენეს შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაზეც.

“მოწმეების ნაწილი იყო პირდაპირი მომსწრე იმ იძულების და ზეწოლის, რაც 2004 წელს ხდებოდა მოსარჩელეებზე. მათ შორის ჩვენ მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვა, სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა სხვა მოწმეებთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით – არა,”- იურისტი კახა კოჟორიძე.

ასევე იხილეთ