როგორ აღინიშნება წელს 25 მარტი საბერძნეთში – პანდემიის გამო

 როგორ აღინიშნება წელს 25 მარტი საბერძნეთში – პანდემიის გამო

როგორ აღინიშნება წელს 25 მარტი საბერძნეთში – პანდემიის გამო სახეცვლილი დღესასწაული 25 მარტი ბერძნებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ამ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს არის, როგორც ეროვნული, ისე რელიგური დღესასწაული. 25 მარტს ღვთისმშობლის ხარება აღინიშნება და ასევე, ამ დღეს აღინიშნება ბერძნული რევოლუციაც, რომელიც 400 წლიანი მონობის შემდეგ, 1821 წლის 25 მარტს, თურქეთის წინააღმდეგ ბდაიწყო. ეს დღე ოფიციალური დღესასწაულია და კვიპროსსა და საბერძნეთში დასვენების ოფიციალურ დღედ არის გამოცხადებული. დღესასწაულები, როგორც წესი, მოიცავს აღლუმებსა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს. ყველაზე დიდი მოვლენა ამ დღეს ათენის ცენტრში სამხედრო აღლუმია, რომელიც უცნობი ჯარისკაცის ძეგლის წინ მიმდინარეობს. ასევე, სტუდენტური აღლუმები ეწყობა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. ვინაიდან ეს დღე ამავე დროს რელიგიური დღესასაწაულია და დიდმარხვაში აღინიშნება, მოსახლეობა თავს არიდებს სადღესასწაულო სუფრზე ხორცის გამოტანას. შესაბამისად, 25 მარტის ტრადიციული კერძია “სკორდალია”. წელს პანდემიის გამო სადღესასწაულო ღონისძიება მხოლოდ სამხედრო აღლუმით შემოიფარგლება. ვინიდან 25 მარტს საბერძნეთს ესტუმრებიან სხვა ქვეყნების ლიდერი პირები, არსებობს თავდასხმის რისკები, აქედან გამომდინარე უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები იქნება მიღებული. გაიზრდება საელჩოს უსაფრთხოების ზომები, მობილიზებული იქნება პოლიციური სისტემის აბსოლუტურად ყველა დანაყოფი, როგორც ქვეითი ასევე საჰაერო. აღნიშნულ ფაქტსა და აღლუმთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გადაიკეტება ქუჩებიც და მეტროს რამდენიმე სადგურიც

ასევე იხილეთ