პირდაპირ სახეში ქვებს და აგურებს მირტყამდნენ, მეგონა ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი – ქართველი ებრაელი, ისრაელში თავდასხმის დეტალებს იხსენებს

 პირდაპირ სახეში ქვებს და აგურებს მირტყამდნენ, მეგონა ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი – ქართველი ებრაელი, ისრაელში თავდასხმის დეტალებს იხსენებს

,,როგორც კი ჩემ მანქანაზე ისრაელის დროშა დაინახეს ქვებით თავს დამესხნენ… პირდაპირ სახეში ქვებს და აგურებს მირტყამდნენ, მეგონა ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი” –  ამის შესახებ,  ისრაელში, ქალაქ აკოში მძიმედ დაშავებული ქართველი ებრაელი ყვება.

მისი თქმით, ბოლოს მისმა არაბმა მეგობარმა უშველა.

“დედასთან მივდიოდი, როგორც კი ჩემ მანქანაზე ისრაელის დროშა დაინახეს ქვებით თავს დამესხნენ, ავტომობილის მართვა ვეღარ შევძელი, ამის შემდეგ მომმვარდნენ და პირდაპირ სახეში ქვებს და აგურებს მირტყამდნენ, მეგონა ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, მათ დანებიც ჰქონდათ. მე დედაჩემის სახლისკენ გავრბოდი, თუმცა ისინი მაინც მომსდევდნენ, ბოლოს ისევ ჩემმა არაბმა მეზობელმა მიშველა, მათ შეძლეს ჩემი გადარჩენა”, – თქვა მურ ჯანაშვილმა.

დაშავებული ქართველი ებრაელი საავადმყოფოში  ინტენსიურ მკურნალობას გადის.

 

ასევე იხილეთ