პატრიარქი წმინდა მიწაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

 პატრიარქი წმინდა მიწაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე  წმინდა მიწაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

„წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან.

ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.

„ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ! “, – ნათქვამია მიმართვაში.

ასევე იხილეთ