მკვლელობა და თვითმკვლელობა – ქმარმა მეუღლე მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა

 მკვლელობა და თვითმკვლელობა – ქმარმა მეუღლე მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა

მკვლელობა-თვითმკვლელობა მარინოში – ანამარია ასკოლეზის ტრაგიკული სიკვდილი

იტალიაში 50 წლის პედაგოგი ცეცხლსასროლი იარაღით საკუათრმა მეუღლემ მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, – წერს სააგენტო “today.it“. ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარადაიცვალა.

ტრაგედია, გასული კვირის პარასკევ საღამოს, სალერნოს პროვინციაში მოხდა. 57 წლის კარაბინიერმა, ოჯახური კონფლიქტის შემდეგ მეუღლეს ოთხჯერ ესროლა და შემდეგ, იმავე იარაღით თავი მოიკლა. მკვლელი, სერჟანტის მოადგილე იყო, რომელიც ანტინარკოტიკული სამსახურის ცენტრალურ მენეჯმენტში მსახურობდა. ანტონიო ბოჩია მოკლულთან მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა. ის პირველ მეუღლესთან 14 წლის უკან განქორწინდა.

“ანტონიო ბოჩიამ, მეუღლის მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მკერდის, ბარძაყისა და მკლავის არეში. კარაბინიერმა მკვლელობის იარაღით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.“ – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Exclusivetv.ge

 

ასევე იხილეთ