მილიონი დოლარი ვაქცინის გაკეთებისთვის – ლატარიაში 5 ადამიანი გაიმარჯვებს

 მილიონი დოლარი ვაქცინის გაკეთებისთვის – ლატარიაში 5 ადამიანი გაიმარჯვებს

აშშ-ს შტატ ოჰაიოში ხუთი იღბლიანი ვაქცინირებული ადამიანი მილიონ დოლარს მოიგებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური წახალისება გამოაცხადა. გამარჯვებულებს ლატარიის პრინციპით გამოავლენენ.

„26 მაისიდან სახელმწიფო მილიონ დოლარს გადასცემს 5 ზრდასრულს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს და მოსახლეობაც უფრო დაცული იქნება” – განაცხადა ოჰაიოს გუბერნატორმა მაიკ დუვეინმა.

ოჰაიოში 18 წლის ასაკის 4,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა. რაც შეეხება აშშ-ს, სრულწლოვანი მოსახლეობის 58,7% უკვე ვაქცინირებულია.

ასევე იხილეთ