მთელი ღამე ბუნკერში გავატარე, ფრთხილად იყავით ყოველთვის გქონდეთ თან პასპორტი, როგორც ტელეფონი! ომია…. – ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტი

 მთელი ღამე ბუნკერში გავატარე, ფრთხილად იყავით ყოველთვის გქონდეთ თან პასპორტი, როგორც ტელეფონი! ომია…. – ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტი

ქართველი ემიგრანტი ინგა სოფრომაძე ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში მიმართავს და ისრაელში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე წერს, იგი მოქალაქეებს ბუნკერში ჩასვლისკენ და თავის დაცვისკენ მოუწოდებს

“წუხელ მეოთხე ღამე იყო ომში, უძილობით გათანგული ვარ, მაგრამ წუხელ ისეთი მდგომარეობა იყო აშდოდში, მთელი ღამე “ბუნკერში” გავატარე… ცოტა მეძინა კიდეც, რადგან შიში მინიმუმზე იყო დაყვანილი… ვისაც არ გვაქვს სპეციალური ოთახი სახლში, ღამის საათებში უფრო ინტენსიური სროლებია, ამიტომ აიღეთ ბალიში და გადასაფარებელი, ჩადით “ბუნკერში”, ბევრად უკეთესია, ცოტა ძილის შესაძლებლობაც გაქვთ და 1000% -იანი დაცული ხარ! მით უმეტეს ზღვის მხრიდან ლიბანის გააქტიურების საშიშროებაა, არავინ იცის სირენის დროს რაკეტა პალესტინიდან მოდის თუ ზღვიდან! არ დაგავიწყდეთ პასპორტი ყოველთვის გქონდეთ თქვენთან, როგორც ტელეფონი! ომია….” – წერს ინგა სოფრომაძე სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში.

ასევე იხილეთ