იცით თუ არა, რომ ჯინსის ქსოვილის სამშობლო იტალიის ქალაქი გენუაა?

 იცით თუ არა, რომ ჯინსის ქსოვილის სამშობლო იტალიის ქალაქი გენუაა?
იცით თუ არა, რომ ჯინსის ქსოვილის სამშობლო იტალიის ქალაქი გენუაა? იტალიის ქალაქი გენუა იტალიურად გამოითქმის ჯენოვა “Genova” ქალაქი, რომლისგანაც სათავეს იღებს მსოფლიოში განთქმული ქსოვილი “ჯინსი” “Jeans”.
ქსოვილი გამძლე, ბუნებრივი, რომლისგანაც შექმნილა ყველა სიტუაციისთვის შესაფერისი სამოსი, სამსახურიდან დაწყებული, ელეგანტურ თუ გასართობ საღამოებზე მიღებული, მსოფლიოში ცნობილი და ყველა ფენის საზოგადოებისათვის მისაღები: შარვლები, ქურთუკები, ქვედაბოლოები. გარდა ამისა ქსოვილი, რომელიც გამოიყენება ინდუსტრიაში, ერთი სიტყვით ეგრეთწოდებული ლურჯი ქსოვილი, რომელზედაც მსოფლიო შეყვარებული გახდა, პირველად მე-16-ე საუკუნეში, ქალაქ გენუაში შეიქმნა.
თავდაპირველად მისგან, ინგლისისკენ მიმავალი გემის აფრები იკერებოდა. ინგლისელები მას “Blue jeans”-ს უწოდებდნენ, რომელიც ფრანგულად ლურჯ ქსოვილს ნიშნავს, ხოლო იტალიურად “blu di Genova”  (ჯენოვას ლურჯი, იგივე გენუას ლურჯი) ეწოდა. შარვალი რომელიც ამ ქსოვილისგან შეიკერა გაფორმებული იყო მეტალის ღილებით და სპილენძის ფერი ძაფით იყო შეკერილი, რომელსაც 5 ჯიბე ჰქონდა. ყველაზე პატარა ჯიბე, რომელიც გამოკერებული იყო დიდი ჯიბის შიგნით, განკუთვნილი იყო ჯიბის საათის სატარებლად. ამ სტილის შარვლებს გენუას ნავსადგურში მეზღვაურები ატარებდნენ.
მოგვიანებით 1873 წელს ქსოვილი Jeans შეისყიდა ამერიკაში მოღვაწე ემიგრანტმა Denim, რომელსაც სან ფრანცისკოში დაარსებული ჰქონდა ბრენდი Levi Strauss & Go და სწორედ ამერიკაში შეიკერა პირველი ჯინსის შარვალი Levis Strauss.&Go . შარვლები შეიკერა შახტაში მომუშავე მუშებისათვის, რადგან ქსოვილი საკმაოდ გამძლე იყო და დიდხანს ძლებდა. შემდეგ ამას მოჰყვა სხვადასხვა მოდელის შარვლები, განსხვავებული სახის საქმიანობისათვის, მათ შორის ცხენოსნებისათვის – Cowboy jeans. გაჩნდა ახალ მოდელის ჯინსებიც.
ჯინსის შარვალი, როგორც ყოველდღიური მოხმარების ჩასაცმელი, რომელიც სხვადასხვა სოციალურმა ფენამ ჩაიცვა, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მსახიობმა მარლონ ბრანდომ მთავარი როლი შეასრულა ფილმში “The wild One“ სადაც აცვია “Levis Strauss &GO“ -ს ჯინსის შარვალი. 1953 წლიდან ჯინსის შარვალი მოდაში შემოვიდა და მას შემდეგ აღარასდროს გადასულა მოდიდან!
იტალიის ქალაქი გენუა კი დღესაც ამაყობს ამ ქსოვილის შექმნისათვის და თავს Jeans-ის სამშობლოდ თვლის. თუკი თქვენ ამ ქალაქის ანტიკურ პორტში მოხვდებით აუცილებლად შეამჩნევთ 18 მეტრი სიგრძის ჰაერში დაკიდული ჯინსის შარვალს, რომელიც 2004 წელს 600 ძველი ჯინსის შარვლის ნაჭრებისგან შეიქმნა. იმის გასახსენებლად და მაუწყებლად რომ თქვენ იმყოფებით იმ ქალაქის ნავსადგურში, საიდანაც მსოფლიოში პირველად ეს ლურჯი ქსოვილი გავიდა და სამუდამოდ დაიპყრო მსოფლიო მოდის სამყარო!
წყარო: ირმა მაისურაძე
exclusivetv.ge

ასევე იხილეთ