იქნება თუ არა შოთი არველაძე თბილისის მერი?

 იქნება თუ არა შოთი არველაძე თბილისის მერი?

საქართველოში ბოლო თვეებია,  ერთ-ერთი საკმაოდ  აქტუალური თემა თბილისის მერის კანდიდატურა. ამის შესახებ, უამრავი ჭორი თუ სიმართლე ვრცელდება.

საზოგადოება ერთ-ერთ კანდიდატად შოთი არველაძესაც მოიაზრებს, რაზეც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გასცა პასუხი.

„მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება. P.S იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ,“ – წერს შოთი არველაძე.

 

 

ასევე იხილეთ