იტალია, მაისამდე, კვლავ მკაცრ საკარანტინე პირობებს ინარჩუნებს

 იტალია, მაისამდე, კვლავ მკაცრ საკარანტინე პირობებს ინარჩუნებს

People walk in the Piazza di Spagna during the new lockdown for emergency of the Coronavirus Covid-19 pandemic in Rome, Rome, Italy, 20 March 2021. ANSA/ANGELO CARCONI

იტალია, მაისამდე კვლავ მკაცრ საკარანტინე პირობებს ინარჩუნებს და ორშაბათიდან ქვეყნის ნახევარზე მეტი წითელ ზონაში გადადის, – წერს სააგენტო “Ansa“,  ხოლო 7 რეგიონს და ავტონომიურ პროვინციას ტრენტოში დაემატება კალაბრია, ტოსკანა და ვალე დაოსტა, სადაც უკვე მოქმედებენ უმძიმესი შეზღუდვები, ხოლო ლაციო ნარინჯისფერ ფერში დაბრუნდა. მთავრობა მაქსიმალური სიმკაცრის ხაზს აღდგომის შემდეგაც აგრძელებს, მაგრამ სკოლებში სწავლა აღდგება. წითელ ზონებში სკოლები გაიხსენება მხოლოდ მე-6-ე კლასის ჩათვლით, ხოლო ნარინჯისფერ ზონებში მე-8-ე კლასამდე.

”თუ აღდგომიდან ათი დღის შემდეგ, იტალიის ქალაქებში ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება მშვიდი და კონტროლირებადი – ამბობს “ლეგა“-ს ლიდერი მატეო სალვინი, –  სწორი იქნება ბარის, რესტორნების, სკოლების, სპორტული დარბაზების, თეატრების, სპორტული ცენტრების გახსნა და ყველა აქტივობა, რომლის უსაფრთხოდ განახლებაც შესაძლებელია.“

exclusivetv.ge

ასევე იხილეთ