იტალიაში 50 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია იწყება

 იტალიაში 50 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია იწყება

10 მაისიდან იტალიის ტერიტორიაზე, 50 წელს გადაცილებულთათვის ვაქცინაციის რეგისტრაცია  იწყება. ამის შესახებ, კოვიდის საგაგნგებო კომისიის წარმომადგენელმა, ფრანჩესკო პაოლო ფილიულომ განცხადება 6 მაისს გააკეთა.

კომისიის თანახმად, 1971 წლამდე დაბადებულთათვის, ვაქცინის დაჯავშნა  ცალკეული რეგიონების, პორტალების საშუალებით უნდა გაკეთდეს. პრიორიტეტი მიენიჭება იმ დაავადებების მქონე პირებს, რომელთაც, სტატისტიკის მიხედვით, კოვიდის მწვავე ფორმები უვითარდებათ და ვირუსი რთულად გადააქვთ.

exclusivetv.ge

 

 

 

ასევე იხილეთ