იტალიაში 21 მეტრის სიგრძის ხიდი ჩაინგრა

 იტალიაში 21 მეტრის სიგრძის ხიდი ჩაინგრა

იტალიის რეგიონ, ლიგურიაში კიდევ ერთი, 21 მეტრი სიგრძის და 12 მეტრი სიგანის, ნავსადგურის მოძრავი ხიდი ჩაინგრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Ansa“ ავრცელებს.

ხიდის მშენებლობა 9 მილიონი ევრო დაჯდა და 2010 წელს იყო დასრულებული. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ხიდის ჩანგრევის გამომწვევ მიზეზბთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

ირმა მაისურაძე

Exclusivetv.ge

 

ასევე იხილეთ