იტალიაში ზარების რეკვის გამო, ეკლესიას მოქალაქეები უპირისპირდებიან

 იტალიაში ზარების რეკვის გამო, ეკლესიას მოქალაქეები უპირისპირდებიან

კალვიცანოს “Calvizzano“, ეკლესიის ზარები დღე და ღამე რეკავს – მოქალაქეები ეკლესიის ზარებისგან გამოწვეული დისკომფორტის გამო პრეტენზიას გამოთქვამენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “mediaset.it“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეკლესიის ზარების ხმისგან გაღიზიანებული მოსახლეობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

“ნეაპოლის პროვინციაში, კალვიცანოს ეკლესიის ზარები ყოველ 15 წუთში ერთხელ რეკავენ და ღამითაც არ ჩერდებიან. მოსვენებას არ აძლევენ იქ მცხოვრებ მოქალაქეებს. არიან ისეთებიც, ვინც ზარებსი ხმას შეეჩვია, რადგან სიტუაცია ახალი არ არის და უკვე წლებია რაც ასე გრძელდება. ზარების ხმით შეწუხებულმა ხალხმა, დახმარებისთვის “Striscia la Notizia” მიმართა. Di Canale 5-ის სატირული სიახლის კორესპოდენტი Capitan Ventosa- მ, ორი ტექნიკოსის დახმარებით, შეეცადა გაეზომა ფონის ხმაური, რომელიც დაახლოებით 26 დეციბელია, ხოლო ზარის, 66 დეციბელი. რომელიც კანონით დაუშვებელია.“ – წერს სააგენტო.

სატირული სიახლის “Striscia la Notizia”-ს კორესპოდენტმა კორესპონდენტმა გადაწყვიტა მოენახულებინა მღვდელი,  დონ ჩირო ტუფო, რომელმაც აღნიშნა, რომ ღამით ზარების დარეკვას, ეპისკოპოსთა კონფერენცია ითვალისწინებდა, განსაკუთრებით ღამით. ის ღამით ზარების დარეკვის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა არც მშეწუხებულ მოქალაქეებს უკრძლავს ხელმოწერების შეგროვებას. – ვკითხულობთ “mediaset.it“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

exclusivetv.ge

ასევე იხილეთ