იტალიასა და საზღვარგარეთ ტურისტული გზით გადაადგილების წესები, პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით

 იტალიასა და საზღვარგარეთ ტურისტული გზით გადაადგილების წესები, პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით

SINGAPORE, SINGAPORE – [MARCH 23]: Travellers wearing face masks walk towards the taxi stand at the arrival hall of Changi Airport on March 23, 2020 in Singapore. Singapore is imposing a ban on short-term visitors starting from 11.59pm on Monday 23 March. (Photo by Ore Huiying/Getty Images)

იტალიასა და საზღვარგარეთ ტურისტული გზით გადაადგილების წესები

რომელ ქვეყნებშია დასაშვები ტურისტული მოგზაურობა და რა ცვლილებებს გამოიწვევს ვაქცინაცია

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების მიზნით, როგორც იტალიაში, ასევე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, დისკუსიები იმართება იმის შესახებ, თუ რა საშუალებებით შეიძლება გამარტივდეს მოგზაურობა ტურისტული მიმართულებით. იტალიაში ტურისტული მოგზაურობა უკვე შესაძლებელია გარკვეული წესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია რეგიონების ფერების მიხედვით, ხოლო საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის გასათვალისწინებელია ორი კრიტერიუმი: 1 – იტალია იძლევა, თუ არა მოგზაურობის უფლებას კონკრეტულ ქვეყნებში? 2 – მიიღებს თუ არა ესა თუ ის ქვეყანა ტურისტს?

26 აპრილიდან იტალიის იმ რეგიონებს შორის შესაძლებელია თავისიფლად მოგზაურობა, რომლებიც არიან ყვითელ ზონაში, ან რომლებსაც აქვთ დაბალი ეპიდემიოლოგიური რისკი. წითელი, ან ნარინჯისფერი ზონებიდან ნებისმიერ რეგიონში გადასასვლელად, (გარდა სამუშაოებისა, ჯანმრთელობისა, თუ რაიმე სხვა აუცილებლობისა), მოგზაურობა დაშვებული იქნება ე.წ. “მწვანე სერტიფიკატით”. სერთიფიკატის, რომელიც მოახდენს ვაქცინაციის ციკლის დასრულების, წინა ექვს თვეში კორონავირუსიდან გამოჯანმრთელების, ან მოლეკულური ანალიზების ნეგატიური შედეგების დამოწმებას – (ანტიგენის ტესტი,რომელიც მოქმედებს შესრულებიდან 48 საათში).

4 მაისს, პრემიერ მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ეს საშვი მაისის მეორე ნახევრიდან გახდება აუცილებელი დოკუმენტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე “traviaresicuri.it“, შეიქმნა პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ ის ქვეყანა, რომელშიც გსურთ წასვლა და გაარკვიოთ, რომელი ქვეყანა რა სახის შეზღუდვებს აყენებს. მაგალითად, გერმანია ითვალისწინებს, რომ იტალიიდან ჩამოსული პირები, 10 დღის განმავლობაში იქნებიან იზოლაციაში, ხოლო საბერძნეთმა მოხსნა იზოლირების ვალდებულება იმ პირობით, თუ შემოსვლის დროს, მათ ექნებათ უარყოფითი მოლეკულური ტესტი, რომელიც ჩატარებული იქნება ქვეყანაში შესვლამდე 72 საათით ადრე, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა. ესპანეთშიც აღარ არსებობს საკარანტინო ვალდებულება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ან შენგენის ზონიდან ჩამოსულთათვის, მაგრამ აუცილებელ პირობად რჩება მოლეკულური ტესტის უარყოფითი შედეგი.

ზოგიერთ ქვეყანაში ასევე საჭიროა წინასწარ გაცხადდეს ტურისტის მოგზაურობის შესახებ. ვის შეუძლია ევროკავშირში შესვლა: ტურიზმისთვის, ზოგადად, აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა, მესამე ქვეყნებიდან (შესაბამისად, არაწევრი, ან არაშენგენის ზონებიდან) სამუშაოს, ჯანმრთელობის, ან აუცილებლობის სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ევროსაბჭომ შეარჩია რვა ქვეყანა, საიდანაც შესვლა ტურისტული მიზეზების გამო, განურჩევლად მოგზაურის ვაქცინაციის სიტუაცია დასაშვებია: ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (ამ უკანასკნელისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპული ტურისტებისთვის საპასუხო ურთიერთობა დადასტურდება). ამ ქვეყნების სია გადაწყდა თითოეულთან შეთანხმებით, ეპიდემიოლოგიური ტენდენციის საფუძველზე. ის, ვინც ჩამოვა, უნდა წარმოადგინოს ტესტის უარყოფითი შედეგი ან, გაიაროს საკარანტინო პერიოდი, თუ ამას ითვალისწინებს შემოსვლის ქვეყნის წესები.

3 მაისს, ევროკომისიამ დაუშვა ევროპის ქვეყნებში შემოსვლის უფლება მათთვის, ვინც ჩაიტარა სრული ვაქცინა. ევროპული “მწვანე სერთიფიკატი”, იგივე “იმუნური პასპორტი”, ვაქცინირებულებს, კორონავირუსის ტესტირებაზე ნეგატიური პასუხის მქონე ადამიანებს ან COVID-19– დან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, საშუალებას აძლევს, თავისუფლად იმოგზაურონ. მარტის ბოლოს, ევროკომისიამ წარმოადგინა პროექტი “ციფრული მწვანე სერთიფიკატისთვის”, რომელიც აპრილის ბოლოს დაამტკიცა ევროპარლამენტმა. სერთიფიკატი შეიძლება იყოს ციფრული, ან ქაღალდის,”QR” კოდით აღჭურვილი, რომ შესაძლებელი იყოს მისი სკანირება და ნამდვილობის შემოწმება. უახლოეს პერიოდში,მოლაპარაკებები შედგება ევროპულ საბჭოსთან, ევროპულ ინსტიტუტთან, რომელთა შემადგენლობაში იქნებიან სახელმწიფოების მეთაურები. მოლაპარაკებების გზით უზრუნველყოფენ ევროპის თითოეულ ქვეყანაში სერთიფიკატის შემოღების საკითხს 1 ივნისამდე. სერთიფიკატი იმუშავებს ცალკეული სახელმწიფოების მიერ განხორციელებული, ნებისმიერი ინიციატივის პარალელურად (მაგალითად, იტალიის სერთიფიკატი) და არ იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წინაპირობა, მაგრამ იქნება მათი ხელშემწყობი იარაღი.

სტატიის თარგმანი: იურიდიული კონსულტაცია ემიგრანტებისთვის – Associazione”Tutto Insieme Georgia”-ს პრეზიდენტი, ქ.პიზაში მოღვაწე იურისტი ხათუნა ტატუნაშვილი

წყარო: .ilpost.it

Exclusivetv.ge

 

ასევე იხილეთ