ირენა სანდლერი – ქალი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 2500 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა!

 ირენა სანდლერი – ქალი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 2500 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა!

მეორე მსოფლიო ომის დროს ირინა სკენდლერმა  მოიპოვა ნებართვა ვარშავის გეტოში სანტექნიკ-შემდუღებლად ემუშავა, რადგან საამისოდ „ფარული მოტივი” ჰქონდა – გერმანელი იყო, ამიტომ კარგად იცოდა ნაცისტების იმ გეგმების შესახებ, რომელიც მათ ებრაელებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ხელსაწყოებისთვის განკუთვნილი ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა, ხოლო სატვირთოს საბარგულში ტომარა ჰქონდა ცოტა უფრო მოზრდილებისთვის. მანქანით მას თან ძაღლიც დაჰყავდა, რომელიც დაგეშილი ჰყავდა და აყეფებდა, როდესაც გერმანელი გუშაგებით გარშემორტყმული ბანაკის ჭიშკარში შედიოდა ან ტოვებდა იქაურობას. ბუნებრივია, ჯარისკაცები ვერ ეკარებოდნენ გაავებულ ცხოველს, მისი ყეფა კი ფარავდა ხმებს, რომელიც შესაძლოა ბავშვებს გამოეცათ. ამ გზით ირენამ გეტოდან გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა 2500 ბავშვი. ერთხელ ნაცისტებმა ამხილეს და ისე უმოწყალოდ სცემეს, რომ ხელ-ფეხი სულ დამტვრეული ჰქონდა.

ირენას ყველა გადარჩენილი ბავშვის სია ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა შუშის ქილაში და თავისი ეზოს ბოლოს, ხის ძირში ჰქონდა დამარხული. ომის შემდეგ შეეცადა მოეძებნა მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმეტესობას სიცოცხლე გაზის კამერებში დაესრულებინა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.

ირენა სანდლერი 2008 წლის 12 მაისს გარდაიცვალა.

 

 

ასევე იხილეთ