ეს არის ებრაელი ხალხის და ისრაელის სახელმწიფოს გენიალურობა , განვითარება სარაკეტო იერიშების დროსაც – ლაშა ჟვანია

 ეს არის ებრაელი ხალხის და ისრაელის სახელმწიფოს გენიალურობა , განვითარება სარაკეტო იერიშების დროსაც – ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი მანქანაზე საუბრობს, რომელსაც ჰაერისგან წყლის შექმნა შეუძლია.

მისი თქმით, სწორედ ამაშია ებრაელი ხალხის განსაკუთრებულობა, რომ სარაკეტო იერიშების მიუხედავად განვითარებას არ წყვეტენ.

„ისრაელისთვის რთული პერიოდის დროს, მსურს, მეორე მხარეც ნახოთ: ქვეყანა მუშაობს და აგრძელებს განვითარებას. საქართველოს შვილი და ქართველი ხალხის ერთგული მიხეილ მირელაშვილის მხარდაჭერილი და განვითარებული უნიკალური ინოვაცია ადამიანის არსებობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ ელემენტს – წყალს ხელმისაწვდომს ხდის. დღეს პეტახ ტიკვაში, ქალაქში, რომელიც წუხელ სარაკეტო თავდასხმის ქვეშ იყო, ჩვენი თანამემამულის და მეგობრის კომპანია #watergen -ს ვესტუმრე. ეს არის ებრაელი ხალხის და ისრაელის სახელმწიფოს გენიალურობა – განვითარება ნებისმიერ პირობებში“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ასევე იხილეთ