გაუჩინარებული 17 წლის გოგონა შესაძლოა ინტერნეტთამაშის ,,ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლი გახდეს

 გაუჩინარებული 17 წლის გოგონა შესაძლოა ინტერნეტთამაშის ,,ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლი გახდეს

ოზურგეთის, სოფელ შემოქმედიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგონა შესაძლოა ინტერნეტთამაშის ,,ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლი გახდეს.

გოგონას კლასელის ქეთი გორგაძის თქმით,   ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელიშიც მკვლელობაზეც იყო საუბარი.წერილი პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს.

“მის ოთახში იყო წერილი, ეწერა, რომ ჩემს თავში ხმები ისმისო და რა ვუყო ამ ხმებსო. რაღაცა მკვლელობაზეც ეწერა, რომ 7-ს თუ არა, 6-ს კაცს მაინც მოვკლავო და ინიციალებით ეწერა პირველი ასოები – მასწავლებლის ინიციალები ეწერა და მკვდარი კაცი ეხატა, ხელმოჭრილი. ჩემს მისიას ავასრულებო, ინგლისურად ეწერა 2 ფურცელზე……სულ იყო ტელეფონში, არ გვეკონტაქტებოდა… სულ ვცდილობდით, გვემეგობრა, მაგრამ არ ჰქონია ჩვენთან კონტაქტი. ჩაკეტილი იყო. მისთვის იყო ტელეფონში და იცინოდა,” – ამბობს  გორგაძე.

რაც შეეხება ვერსიას, შეიძლება იყოს თუ არა მარიამის გაუჩინარების მიზეზი ინტერნეტთამაში “ლურჯი ვეშაპი”, გოგონა ამბობს, რომ სოფელში ეს ვერსიაც განიხილება, თუმცა მოზარდის სხეულზე დაზიანებები არავის შეუმჩნევია.

მარიამ ბურჭულაძეს უკვე მესამე დღეა ეძებენ.

ასევე იხილეთ