აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილი სტიქიის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

 აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილი სტიქიის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. შუქის გათიშვის მიზეზი ძლიერი ქარია.

როგორც კომპანია აცხადებს, ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მწყობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები და ა.შ. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბონენტების ნაწილს მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში.

აღნიშნული რეგიონებს სრულად არ აქვთ შეწყვეტილი ენერგომომარაგება. შეზღუდვებია მხოლოდ გარკვეულ მიმართულებებზე. “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფები ადგილზე მუშაობენ.

ასევე იხილეთ