ატენის ხეობაში კლდის ნაწილი ჩამოიშალა

 ატენის ხეობაში კლდის ნაწილი ჩამოიშალა

უხვი ნალექის გამო, გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ატენის ხეობაში კლდის ნაწილი ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კლდის ჩამოშლამ გზის სავალ ნაწილი დააზიანა.

ადგილზე იმყოფება ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და  სპეციალური ტექნიკა.

“უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ატენის თემში. წვიმამ მთიდან ქვა – ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა. ადიდებულია ხევის წყალი.  ამ დროისთვის ატენში წვიმამ გადაიღო”,– წერია  მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ